ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


30 January 2017
მოსამზადებელი კურსი - არგუმენტაციული წერის სტრატეგიები

საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

გთავაზობთ მოსამზადებელ კურსს არგუმენტაციული წერის სტრატეგიები(სტუდენტური სამოტივაციო წერილი, კვლევითი გეგმა).

კურსის მიზანი:

გააცნოს სტუდენტებს ტექსტის სახეობებზე - სამოტივაციო წერილსა და კვლევით გეგმაზე (Exposé) მუშაობის სტრატეგიები (როგორ წარმოვაჩინო საკუთარი კომპეტენცია, როგორ დავასაბუთო სასურველი მიზნის აუცილებლობა ჩემი კარიერისთვის, როგორ ავაგო ტექსტი სწორად და რა სახით მივაქციო ყურადღება ფორმულირებას).

კურსის შედეგი:

სტუდენტი შეძლებს დამოუკიდებლად დაწეროს სტუდენტური სამოტივაციო წერილი და კვლევის გეგმა; ექნება უნარი განაცხადის მოთხოვნების გათვალისწინებით, არგუმენტირებულად, წერილობითი სახით ჩამოაყალიბოს საკუთარი მოტივაცია და მომზადებული შეხვდეს საგრანტო კონკურსს.

კურსის თემატიკა:

* ტექსტი, როგორც კომუნიკაციის საშუალება;

* ტექსტის სახეობის - სტუდენტური სამოტივაციო წერილი - სპეციფიკა;

* სამოტივაციო წერილის სტრუქტურა;

* არგუმენტაციის ტექნიკა - საკუთარი კომპეტენციების სწორად წარმოჩენა, სასურველი მიზნის აუცილებლობა კარიერისთვის;

* ადრესატის ფაქტორი;

* მაგალითები ყოველდღიურობიდან - ტექსტების განხილვა, შეფასება;

* პრაქტიკული მეცადინეობა: სამოტივაციო წერილის წერა კონკრეტული მიზნისთვის (პრაქტიკული სამუშაო).

* კვლევითი გეგმა - ტექსტის სტრუქტურა;

* კვლევის მიზანი - არსებული, ახლანდელი და მომავალში მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება;

* ფორმულირების სტილი;

* წყაროების მოშველიება;

* გამოყენებული ლიტერატურა.

სწავლის მეთოდი: ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, ონლაინ - ძიება, სიმულირებული კომუნიკაციური სიტუაციები.

მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში 10 -15 სტუდენტი.

კურსის ხანგრძლივობა-30 საათი (კვირაში ერთი დღე-შაბათი- 3 საათი)

კურსს უძღვება DAAD-ს სასწავლო და სასტიპენდიო პროგრამების კოორდინატორი დოქტ. ნინო ანთაძე

კურსის ღირებულება -170 ლარი

გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

კურსზე დარეგისტრირებისთვის შეავსეთ აპლიკაციის ფორმა (გადადით ბმულზე)და გადმოაგზავნეთ მისამართზე: mtsereteli@ug.edu.ge , tsereteli_manana@yahoo.com

აპლიკაციების მიღების ვადა 25 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით.

სწავლა დაიწყება 1 მარტს

დამატებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლას მისამართზე:

კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, VI სართული, ოთახი 621

საკონტაქტო ნომრები: 591 992 949, 591 992 955 ან 591 992 909






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი